LIVE

„რიყის დოქები“ მეხუთე აუქციონზეც ვერ გაიყიდა

13 იან 202212:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1033
„რიყის დოქები“ მეხუთე აუქციონზეც ვერ გაიყიდა

„რიყის დოქების“ გასაყიდად გამოცხადებული მეხუთე აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. 30 000 000 ლარად გამოტანილი ობიექტის შეძენით ამჯერადაც არავინ დაინტერესდა.  

მთავრობამ „რიყის დოქები“ აუქციონზე 29 დეკემბერს გამოიტანა და ფასი წინა შეთავაზებასთან შედარებით 17.5 მილიონი ლარით შეამცირა, ხოლო თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით 65 მილიონი ლარით.  

საპრივატიზებო პირობების თანახმად, „რიყის დოქების“ მყიდველი ვალდებული იყო 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა და არაუმეტეს 3 წლის ვადაში, მუზეუმის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველეყო.

შეგახსენებთ, ეს „რიყის დოქების“ გაყიდვის მეხუთე მცდელობაა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება აუქციონზე 2020 წლის თებერვალში 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი.