LIVE

ადვოკატების მტკიცებით, ჯოკოვიჩს Covid-19 გადატანილი აქვს

08 იან 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1020
ადვოკატების მტკიცებით, ჯოკოვიჩს Covid-19 გადატანილი აქვს
GETTY IMAGES

ჩოგბურთის ვარსკვლავმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში შესვლის ნებართვა 16 დეკემბერს კოვიდ ინფექციის გადატანის საფუძველზე მიიღო. ამას ადვოკატები სასამართლო დოკუმენტებში ამტკიცებენ.

შაბათს გამოქვეყნებულ სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ გათავისუფლების სერტიფიკატი ეყრდნობა დეკემბერში დადებითი ტესტის დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ “ბოლო 72 საათის განმავლობაში სიცხის ან სხვა რესპირატორული სიმპტომების არარსებობას”.

თუმცა, აქამდე ჩოგბურთელის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლაზე მას შემდეგ ეთქვა უარი, რაც მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ ჩავიდა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ამჟამად იმიგრაციის დაკავების ცენტრში იმყოფება და ორშაბათს ჩანიშნულ სასამართლოს ელოდება.

გაურკვეველია რამდენ ხანს დარჩება ჯოკოვიჩი ემიგრანტების სასტუმროში, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ ცუდი პირობების გამო. სერბეთმა ავსტრალიისგან მისი სხვა სასტუმროში გადაყვანა მოითხოვა.