უაღრესად მუტაციურმა ვარიანტმა აშშ-ს Covid-შემთხვევები ახალ რეკორდამდე მიიყვანა. ორშაბათს აშშ-ში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მეტია, რაც ნებისმიერ ქვეყანას პანდემიის დაწყებიდან დაუფიქსირებია.
ასევე, ორშაბათს დღიური შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დაფიქსირებულ რაოდენობას. აშშ-ს ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ინდოეთში დელტას ტალღის დროს დაფიქსირდა, როდესაც 2021 წლის 7 მაისს Covid-19-ის 414 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა ბევრი ამერიკელის მიერ სახლში ტესტირების ფონზე ფიქსირდება, რომლის შედეგებიც ოფიციალურ სამთავრობო ორგანოებს არ გადაეცემა. ეს ნიშნავს, რომ ახალი რეკორდი სინამდვილეში ბოლომდე ვერ ასახავს სიტუაციის სიმძაფრეს.
აშშ-ში ინფიცირების მზარდმა სტატისტიკამ ფრენების გაუქმება, სკოლების და ოფისების დახურვა, საავადმყოფოების გადატვირთვა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები უკვე გამოიწვია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯინშან ჰონგი