თურქეთში ინფლაცია დეკემბერში, ზედიზედ მეშვიდე თვის განმავლობაში დაჩქარდა. ლირას გაუფასურებამ და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ ქვეყანაში ინფლაცია 19 წლიან მაქსიმუმამდე დააჩქარა.
ინფლაციის წლიური მაჩვენებელი გასულ თვეში 36,08%-მდე გაიზარდა, რაც 2002 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ციფრი ასევე მკვეთრად გაზრდილია ნოემბრის 21,31%-დან და ბევრად აღემატება Bloomberg-ის ანალიტიკოსების 27,36%-იან საშუალო შეფასებას.
მწარმოებლების ფასები თვეში 19,08%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციას 79,89%-მდე აჩქარებს. საცალო ფასების ინფლაცია კი სტამბოლში, თურქეთის ბიზნეს დედაქალაქში, გასულ თვეში 34,18%-მდე დაჩქარდა ნოემბრის 24,05%-დან.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ, სექტემბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ხუთი პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ, ლირას ვარდნა გამოიწვია. ვალუტა გასულ წელს დოლართან მიმართებაში დაახლოებით 44%-ით გაუფასურდა, რაც ყველაზე დიდი გაუფასურებაა ყველა ძირითად ვალუტას შორის, რომელსაც Bloomberg-ი აკონტროლებს.
ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის დადგენის მომდევნო სხდომას 20 იანვარს გამართავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბარიშ ბალჩი