
Merck-ის Covid-19-ის აბმა მოლნუპირავირმა აშშ-ის მარეგულირებლების ავტორიზაცია მიიღო. FDA-ის განცხადებით, მისი გამოყენება შეუძლია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანს, რომელსაც დაავადების გართულების რისკი აქვს. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებისთვის. მისი მიღების დროს წყვილებმა პარალელურად უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტივები.
კვლევამ აჩვენა, რომ ის მსუბუქი და ზომიერი დაავადების მქონე მოზრდილებში ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 30%-ით ამცირებს.
აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ" (FDA) Pfizer-ის COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბი "პაქსლოვიდიც" დაამტკიცა.
აშშ-მა ორივე კომპანიას პრეპარატი უკვე შეუკვეთა. Merck-ის აბები ხელმისაწვდომი უფრო ადრე გახდება. შეერთებული შტატები სამი მილიონი კურსისთვის საჭირო ოდენობას Merck-ისგან იანვრის ბოლომდე, Pfizer-ისგან კი 10 მილიონი კურსის აბებს ივლისში მიიღებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რეზერფორდი