LIVE

ევროპაში გაზის ფასი უმაღლეს ნიშნულზეა

21 დეკ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 919
ევროპაში გაზის ფასი უმაღლეს ნიშნულზეა

ევროპული გაზის ფასმა ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია მას შემდეგ, რაც რუსული გაზის ნაკადის მარშრუტი შეიცვალა.

ქსელის ოპერატორ Gascade-ის ცნობით, ფიუჩერსები 9,2%-ით გაიზარდა ოქტომბრის შემდეგ, რადგან რუსული გაზი აღმოსავლეთიდან პოლონეთში მიედინება. ნაკადების ცვლილება სავარაუდოდ ასახავს გერმანიაში მოთხოვნის შემცირებას საკურორტო სეზონის გამო.

გერმანიაში დაბალი მიწოდება აიძულებს ევროპას, გააგრძელოს გაზის მაღალი ტარიფებით შესყიდვა დაბალ ნიშნულზე მყოფი მარაგებიდან. იმის გამო, რომ მიმდინარე კვირაში დაბალი ტემპერატურა მთელ კონტინენტზე გავრცელდა, გაზის დამატებითი მოცულობები გახდება საჭირო, რადგან ევროპის განახლებადი წყაროების უზარმაზარი ქსელი ასევე ვერ ავსებს დანაკლისს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გათბობის სეზონი გაზის მარაგების დაბალი ნიშნულით დასრულდება, რაც პოტენციურად გაახანგრძლივებს ევროპის ენერგეტიკულ კრიზისს მომავალ ზამთარში. ეს დამატებითი თავის ტკივილია პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც უკვე ებრძვიან ინფლაციის ზრდას. 

Gazprom-ი ევროპას გაზის შემცირებულ მოცულობებს აწვდის, რათა ამ გზით მიაღწიოს საკამათო Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირებას. შეზღუდულმა მარაგმა აიძულა ევროპა, დაეყრდნოს მარაგებს და დაწვას მეტი ნახშირი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ისისი ალმეიდა, ანა შირიაევსკაია და ელენა მაზნევა