
აშშ-ში რუსეთის ელჩი ამბობს, რომ 50-ზე მეტ დიპლომატსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ს დატოვება 2022 წლის შუა რიცხვებისთვის მოუწევთ.
”ჩვენი დიპლომატები გააძევეს. კადრების სერიოზული დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდით”,- თქვა ელჩმა ანატოლი ანტონოვმა რუსული სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანის YouTube არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, 27 დიპლომატს ოჯახთან ერთად 30 იანვრამდე მოუწევს ქვეყნის დატოვება, შემდეგ 27-ს კი დრო 30 ივნისამდე აქვს.
ორი დღის წინ გავრცელებული კომენტარების მიხედვით, აშშ-ის ხელისუფლება ასევე არ აგრძელებს ვიზებს დიპლომატების ოჯახის წევრებისთვის, რაც, მისი თქმით, არის "ოჯახების განცალკევების პოლიტიკა".
ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ-რუსეთის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე დაძაბულია. მხარეები ვერც ერთმანეთის საელჩოებში დიპლომატების რაოდენობის გამო თანხმდებიან. მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ის საელჩომ მოსკოვში განაცხადა, რომ შეაჩერებს სავიზო და საკონსულო მომსახურებებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ადგილობრივი პერსონალის დაქირავება ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის გამო აკრძალა, რამაც მოსკოვში აშშ-ის საელჩო აიძულა, საკონსულოს პერსონალი 75%-ით შეემცირებინა.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ პიკს აშშ-ს დაზვერვის დეკლასიფიცირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მიაღწია. ანგარიშის თანახმად, პუტინმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ნებართვა გასცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არქიპოვი