LIVE

აშშ მოსკოვში სავიზო მომსახურებებს წყვეტს

30 აპრ 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 783
აშშ მოსკოვში სავიზო მომსახურებებს წყვეტს
Andrey Rudakov/Bloomberg

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში განაცხადა, რომ შეაჩერებს სავიზო და საკონსულო მომსახურებებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ადგილობრივი პერსონალის დაქირავება ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის გამო აკრძალა.

საელჩოს განცხადებით, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა საკონსულოს თანამშრომლებს 75%-ით შეამცირებს.

რუსეთმა ახალი შეზღუდვები 16 აპრილს გამოაცხადა და ეს აშშ-ის მიერ 10 რუსი დიპლომატის გაძევებისა და ახალი სანქციების საპასუხო ნაბიჯია.

ეს ნაბიჯები რუსეთსა და დასავლეთს შორის გაფართოებული დიპლომატიური ბრძოლის უკანასკნელი ეპიზოდია. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გააძევა რუსეთის ელჩები მას შემდეგ, რაც ჩეხეთმა მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურები 2014 წლის აფეთქებაში დაადანაშაულა.

კრემლი ადგილობრივი პერსონალის დაქირავების აკრძალვას იმ ქვეყნების წინააღმდეგ აამოქმედებს, რომლებსაც „არამეგობრულს“ უწოდებს. ამ ქვეყნების სია ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ Russia1-ის ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლადიმირ კუზნეცოვი