LIVE

ონლაინ-კაზინოს მომხმარებლის ასაკის დადგენა, ზუსტი ვერიფიკაცია შესაძლებელია - kvalifika

24 ნოე 202116:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 1431
ონლაინ-კაზინოს მომხმარებლის ასაკის დადგენა, ზუსტი ვერიფიკაცია შესაძლებელია - kvalifika

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი kvalifika სათამაშო ბიზნესთან თანამშრომლობს და აწვდის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, განისაზღვროს ონლაინ-კაზინოს მომხმარებლის ასაკი და მოხდეს ზუსტი ვერიფიკაცია. 

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, გაბრიელ მელივამ განაცხადა, აღნიშნულ ტექნოლოგიას უკვე იყენებს რამდენიმე კომპანია. 

„ჩვენი კლიენტები არიან სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები. მათ ვთავაზობთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა მომხმარებლის ასაკის დადგენა, ვერიფიკაცია-იდენტიფიკაცია. შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ ნამდვილად ის ადამიანია წარმოდგენილი კომპიუტერის კამერის წინ, რომელმაც იდენტიფიკაცია გაიარა თუ არა. რეგულაციას, რომლის შემოღებასაც მთავრობა გეგმავს, ანუ ასაკის 21-დან 25 წლამდე გაზრდის ტექნიკური უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია“,- აცხადებს მელივა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით kvalifika საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 25 კომპანიას ემსახურება და მათ რიცხვშია ბანკები, ფინტეკ და კრიპტო კომპანიები, ასევე ონლაინ-კაზინოები.

შეგახსენებთ, მთავრობა თავდაპირველად ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, ასევე რეკლამის აკრძალვასა და ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვას გეგმავს.