LIVE

პრემიერი: საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები

22 ნოე 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1538
პრემიერი: საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები

ონლაინ-კაზინოებს გადასახადები გაეზრდებათ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. ასევე, იგეგმება რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდა.

„სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს. ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ-კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისათვის. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში - 1,5 მილიარდი ლარი. აქედან დიდი ნაწილი - 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ.

პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები. ეს ხედვა მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.