LIVE

აშშ სტრატეგიული მარაგებიდან 50 მლნ ბარელ ნავთობს გაყიდის

23 ნოე 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1203
აშშ სტრატეგიული მარაგებიდან 50 მლნ ბარელ ნავთობს გაყიდის

შეერთებული შტატები ბაზარს საკუთარი სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ჩინეთთან, იაპონიასთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად. ეს არის ნავთობის ფასების დარეგულირების უპრეცედენტო, კოორდინირებული მცდელობა მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლების მიერ, რამაც შეიძლება OPEC+-ის რეაქცია გამოიწვიოს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანახმად, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში 32 მილიონი ბარელი გამოიყოფა აშშ-ს ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან, ხოლო 18 მილიონი დაჩქარებულად გამოიყოფა ადრე ავტორიზებული გაყიდვიდან.

საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია მზად არის გადადგას შემდგომი ნაბიჯები.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც OPEC+-ის ქვეყნებმა არ გაითვალისწინეს მოწოდებები წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ.  

თუმცა, გადაწყვეტილება ერთგვარ რისკებსაც შეიცავს. OPEC+ ამას სავარაუდოდ, უპასუხებს საკუთარი წარმოების გაზრდის გეგმების გაუქმებით და ბაზარზე ნავთობის მარაგების დამატებაზე უარს იტყვის.

დაპირისპირება იწვევს ბრძოლას გლობალური ენერგეტიკული ბაზრის კონტროლისთვის და საფრთხეს უქმნის ნავთობის ინდუსტრიის გეოპოლიტიკას. მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი საქონლის ფასი სასწორზეა, რადგან პოლიტიკოსები და ცენტრალური ბანკის მენეჯერები ებრძვიან ყველაზე მძლავრ ინფლაციას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ის ასევე აჩვენებს დაძაბულ ურთიერთობას შტატებსა და საუდის არაბეთს შორის, რომელიც ტრადიციულად იყო შეერთებული შტატების ურთიერთობების ქვაკუთხედი ახლო აღმოსავლეთში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: არი ნატერი, ჯენიფერ ჯეიკობსი, ჯენიფერ დლუჰი და ენმარი ჰორდერნი