LIVE

აშშ OPEC-ს: ნავთობის ფასის შემცირების მცდელობები დასრულებული არაა

05 ნოე 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 568
აშშ OPEC-ს: ნავთობის ფასის შემცირების მცდელობები დასრულებული არაა
REUTERS/Ramzi Boudina

OPEC+-მა დეკემბრისთვის გამომუშავების 400 000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება. ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ OPEC-ი რისკავს გლობალური ეკონომიკის აღდგენას იმით, რომ არ აბრუნებს მეტ ნავთობს გლობალურ ბაზარზე და ძალისხმევა ნავთობის ფასების შესამცირებლად ჯერ არ დასრულებულა.

თეთრი სახლი განიხილავს “ინსტრუმენტების სრულ სპექტრს” ეკონომიკის დასაცავად და მრავალი მწარმოებლის მსგავსად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საკმარისი არ არის პოსტ-კოვიდ ეკონომიკური აღდგენის შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები წარმოების მოცულობის გაორმაგებას მოითხოვს.

“მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა და ძალა, იმოქმედონ და უზრუნველყონ, რომ გლობალური აღდგენის ეს კრიტიკული მომენტი არ დაირღვეს. OPEC+ არის ის, რაც გავლენას ახდენს ნავთობის მსოფლიო ფასებზე და ეს არის ის, რაც გავლენას ახდენს გაზის შიდა ფასებზე”,- განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ხავიერ ბლასი, სალმა ელ ვარდანი, გრანტ სმიტი და დინა ხრენიკოვა