LIVE

საქართველომ ვაშლისა და მანდარინის ექსპორტიდან $3.4 მილიონი მიიღო

23 ნოე 202111:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1069
საქართველომ ვაშლისა და მანდარინის ექსპორტიდან $3.4 მილიონი მიიღო

2021 წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველომ 2 780 ტონა ვაშლი გაიტანა ექსპორტზე, რომლის ღირებულებამ $1.8 მილიონი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 2 184 ტონით (44%), ხოლო ღირებულება - $347 ათასით (16%) შემცირდა.

ქართული ვაშლი თითქმის სრულად (2 775 ტონა) რუსეთში გაიყიდა, ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

იმავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე $1.6 მილიონის (3 512 ტონა) მანდარინი გავიდა. 2020 წელთან შედარებით მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა.

მანდარინის მთავარი საექსპორტო მიმართულებებია:

  • რუსეთი - 1 703 ტონა
  • სომხეთი - 1 346 ტონა
  • უკრაინა - 375 ტონა
  • ყაზახეთი - 40 ტონა
  • სლოვენია - 28 ტონა