LIVE

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო - TOP-10 პროდუქტი

19 ნოე 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 735
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო - TOP-10 პროდუქტი

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე $3.3 მილიარდის პროდუქცია გაიტანა. წლიურ ჭრილში ექსპორტი 24.9%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 22.3%-იანი ზრდა დააფიქსირა იმპორტმაც და $7.9 მილიარდს უმნიშვნელოდ გადააჭარბა. 

10 თვეში საექსპორტო პროდუქციის TOP-10 ასეთია: 

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $655.6 მლნ/წილი ექსპორტში 19.3%;
  • ფეროშენადნობები - $377.9 მლნ/წილი ექსპორტში 11.1%;
  • მსუბუქი ავტომობილები - $373.2 მლნ/წილი ექსპორტში 11%;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $189.1 მლნ/წილი ექსპორტში 5.6%;
  • სპირტიანი სასმელები - $121.9 მლნ/წილი ექსპორტში 3.6%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $118.3 მლნ/წილი ექსპორტში 3.5%;
  • თხილი და სხვა კაკალი - $90 მლნ/წილი ექსპორტში 2.7%;
  • სამკურნალო საშუალებები - $72.5 მლნ წილი/ექსპორტში 2.4%;
  • აზოტოვანი სასუქები - $74.4 მლნ/წილი ექსპორტში 2.3%;
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - $54.0 მლნ/წილი ექსპორტში 1.6%.

იმპორტირებული პროდუქტების TOP-10 კი შემდეგია: 

  • მსუბუქი ავტომობილები - $706.7მლნ/წილი იმპორტში 8.9%;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $651.9 მლნ/წილი იმპორტში 8.2%.
  • სპილენძის მადნები - $564.8 მლნ/წილი იმპორტში 7.1%,
  • სამკურნალო საშუალებები - $298.7 მლნ / წილი იმპორტში 3.8%;
  • ნავთობის აირები - $235.8 მლნ / წილი იმპორტში 3%;
  • სატელეფონო აპარატები - $173.5 მლნ/წილი იმპორტში 2.2%;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $123.9 მლნ/წილი იმპორტში 1.6%;
  • ვაქცინები, სისხლი, იმუნური პროდუქტები - $100.3 მლნ/წილი იმპორტში 1.3%.
  • სატვირთო ავტომობილები - $91.7 მლნ/წელი იმპორტში 1.2%;
  • ხორბალი - $78.6 მლნ/წილი იმპორტში 1%