LIVE

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია - საქსტატი

19 ნოე 202112:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია - საქსტატი

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი $1.67 მილიარდით თურქეთია. მეორე ადგილზეა ($1.29 მილიარდით) რუსეთი, ($1.22 მილიარდით) მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კი ჩინეთია.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70% შეადგინა.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23%-ით გაიზარდა და $11.3 მილიარდს გადააჭარბა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.9%-ით გაიზარდა ექსპორტი და $3.3 მილიარდი შეადგინა. $7.9 მილიარდამდე, 22.3%-ით არის გაზრდილი იმპორტიც.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ექსპორტი მიმდინარე წელს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა და $2.48 მილიარდს გადააჭარბა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა და $4.5 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება, რაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლითაა განპირობებული.