LIVE

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა

19 ნოე 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2829
მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა
kapital.kz

წარმოშობით ქართველი, ყაზახეთში მომუშავე ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის სიაში აღარ შედის. 

27 ოქტომბერს ბიზნესმენი $6.48 მილიარდით 448-ე ადგილს იკავებდა. გუშინ მისი ქონება $6.06 მილიარდით შეფასდა და 491-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, დღეს კი სიაში აღარ იძებნება. 

ამ დროისთვის სიაში ერთადერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც $6.07 მილიარდით 488-ე ადგილს იკავებს.

2 ივნისს მან სია ერთი დღით დატოვა, თუმცა ბოლო თვეებში "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტაბილურად ბოლო ოცეულშია. 

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთში უმსხვილესი გადახდისა და fintech-ის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია ახორციელებს ონლაინ გადახდის, შოპინგისა და პირადი ფინანსების მომსახურებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. Kaspi.kz საჯაროდ ვაჭრობს ლონდონში. 2020 წელს კომპანიას დაახლოებით $6.7 მილიარდის აქტივები ჰქონდა.