LIVE

გლობალური ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

18 ნოე 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1429

ევროპა ზამთარს სავარაუდოდ ბუნებრივი აირის საჭირო ოდენობის გარეშე შეხვდება, ხოლო ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,- ასეთია ენერგეტიკოსების შეფასება გერმანიის მარეგულირებლის მიერ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესაძლო შედეგებზე.

გერმანიის მარეგულირებლის განცხადებით, ახალი მილსადენის დამტკიცების პროცესი იქამდე შეჩერდება, ვიდრე ექსპლუატატორი კომპანია ("გაზპრომი") წარმოდგენილი არ იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით. 

"2019 წლის მაისში გერმანიამ მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალ მილებში აუცილებლად უნდა იყოს გაზის ალტერნატიული მომწოდებელი. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ ევროკავშირის რომელიმე მონაკვეთზე უნდა იყოს ე.წ. შვილობილი კომპანია, რომელიც ოპერირებასა და საკუთრებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არ სურდა "გაზპრომს" და ფიქრობდა, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდებოდა ახალი მილსადენის სერტიფიცირება, თუმცა არ მოხდა",- აცხადებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე. 

​აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ დღეში ბუნებრივი აირის ფასი ევროპასა და დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 18%-ით გაიზარდა და 1005 დოლარს გადააჭარბა.