გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა Nord Stream 2 მილსადენის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, პროექტის ექსპლუატაციას რამდენიმე თვით გადაავადებს და მაშინაც კი, როცა გერმანიის ნებართვას მიიღებს, ევროკომისიის დასტური დასჭირდება.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ დამტკიცების პროცესი შეჩერდება იქამდე, ვიდრე “ძირითადი აქტივები და ადამიანური რესურსები” არ გადაეცემა შვეიცარიაში დაფუძნებულ Nord Stream 2-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც ფლობს და მართავს მილსადენის გერმანულ ნაწილს.
Nord Stream 2, რომელიც გადის ბალტიის ზღვის ფსკერზე, გააორმაგებს რუსული გაზის ექსპორტს გერმანიაში, მაგრამ ასევე გვერდის აუვლით უკრაინას, რომელიც ეყრდნობა არსებულ მილსადენებიდან შემოსავალს და შესაბამისად, დაზარალდება დაკარგული ტრანზიტის გადასახადებით.
მილსადენის ექსპლუატატორი კომპანია უნდა შეესაბამებოდეს გერმანიის კანონმდებლობას, სანამ მიიღებს 10 მილიარდი ევროს პროექტის ნებართვას.
გერმანიის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ “გაზსადენის ოპერატორის სერტიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერატორი წარმოდგენილი იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით”.
გერმანულმა ბიზნესმა დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს 1,225 კმ-იან მილსადენში და გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შროდერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის განვითარებაში.