LIVE

გლობალური სიმდიდრის მონაცემებით ჩინეთმა აშშ-ს გადაუსწრო

16 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1133
გლობალური სიმდიდრის მონაცემებით ჩინეთმა აშშ-ს გადაუსწრო

გლობალური სიმდიდრე ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გასამმაგდა. მონაცემების მიხედვით, ჩინეთი მსოფლიოში წმინდა სიმდიდრით პირველ ადგილზეა და აშშ-ს უსწრებს.

McKinsey-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით წმინდა ქონება 2020 წელს $514 ტრილიონამდე გაიზარდა. ეს 2000 წლის $156 ტრილიონთან შედარებით. ზრდის თითქმის ერთ მესამედს ჩინეთი შეადგენს. ქვეყნის ქონება 2000 წლის $7 ტრილიონიდან $120 ტრილიონამდე გაიზარდა.

McKinsey-ის მიერ გამოთვლილი გლობალური წმინდა ქონების 68% უძრავი ქონების სახით არსებობს. ბალანსი დაცულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა. გაცილებით ნაკლებადაა წარმოდგენილი ე.წ. არამატერიალური საკუთრება, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება და პატენტები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკაში მთლიანი სიმდიდრის ორ მესამედზე მეტს ოჯახების 10% ფლობს.

გასული ორი ათწლეულის განმავლობაში წმინდა ქონების მკვეთრი ზრდა გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას აჭარბებს, რაც უძრავი ქონების ფასების ზრდას განაპირობებს. McKinsey-ის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ აქტივების ფასები მათ გრძელვადიან საშუალო შემოსავლებს თითქმის 50%-ით აღემატება, რაც სიმდიდრის ბუმის მდგრადობის შესახებ კითხვებს აჩენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიჩ მილერი