LIVE

ილონ მასკი Twitter-ის თამაშებს დიდი ფულით თამაშობს

14 ნოე 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1053
ილონ მასკი Twitter-ის თამაშებს დიდი ფულით თამაშობს
Getty Images

Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, გასულ შაბათს Twitter-ის აუდიტორიასთან კონსულტაცია გაიარა იმის შესახებ, გაყიდოს თუ არა კომპანიაში თავისი წილის 10%. აქციები დაახლოებით $20 მილიარდის ღირებულების იქნება. ჩემი გამოთვლით, ეს ბევრი ფულია, თუმცა შეიძლება ნაკლებად იყოს ვინმესთვის, ვინც $299 მილიარდს ფლობს.

ერთი შეხედვით, ეს თითქოს რეალობას იმდენად მოწყვეტილი ადამიანის მაგალითია, რომელიც მოწყენილობის გამო უზარმაზარი თანხებით თამაშს ცდილობს, რომ აღარაფერი ვთქვათ საჯარო კომპანიის ბედზე. თუმცა, მასკის სიგიჟე, შესაძლოა, მეთოდური იყოს, სულ მცირე ამ შემთხვევაში.

როგორც მეთ ლევინი აღნიშნავს, მასკს, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდებოდა აქციების გაყიდვა გადასახადების დასაფარად. რატომ არ უნდა გადაექცია ეს მოსაწყენი ღონისძიების პატარა სახალისო კონკურსად ინტერნეტში, რომელმაც მილიონობით უცნობს მისცა შანსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონების მცირე ნაწილის ბედი გადაეწყვიტა?

უცნობებმა მასკის აქციების გაყიდვას მისცეს ხმა. Tesla-ს აქციები ამ ახალი ამბის გამო დაზარალდა, მაგრამ არც ისე მძიმედ, როგორც მოსალოდნელი იყო. როგორც ლიამ დენინგი აღნიშნავს, ინვესტორები და Tesla-ს ბორდის წევრები მასკისგან ასეთ ქმედებებს უკვე მოელიან. SEC-ი შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდეს, მაგრამ ვის აინტერესებს რას ფიქრობენ ისინი?

ეს ყველაფერი რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, რაც მასკმა ინტერნეტში კიდევ ერთი სახალისო თამაში ითამაშა. მან სთხოვა გაეროს აეხსნა, თუ როგორ შეუძლია $6 მილიარდს მსოფლიო შიმშილის დასრულება. სამწუხაროდ, ამანდა ლიტლი აღნიშნავს, რომ ამ ოდენობამ შეიძლება მხოლოდ 42 მილიონი მშიერი ადამიანი გამოკვებოს ერთი წლის განმავლობაში და არა სამუდამოდ დაასრულოს მსოფლიო შიმშილი. თუმცა, $6 მილიარდის შესაძლებლობები შეიძლება უფრო გაძლიერდეს, თუ ის ინვესტიციის სახით ჩაიდება ტექნოლოგიებში, რომელიც მომავალში საკვებისა და წყლის კრიზისს თავიდან აგვაცილებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გონგლოფი