
ევროპიდან აშშ-ში სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ფრენები აღდგა. აშშ შესვლის შეზღუდვებს 30-ზე მეტი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთისთვის ხსნის. მოსალოდნელია, რომ ავიაციის ბაზარი პრე-პანდემიური მდგომარეობისგან ძალიან განსხვავებული იქნება.
18 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ავიაცია კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, დერეფანი საბოლოოდ გაიხსნა ევროპელებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია შორ მანძილზე მოგზაურობის დაბრუნებისთვის.
ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა Lufthansa და United Airlines უფრო ძლიერი ვაჭრობით ისარგებლებენ ლონდონის, პარიზის, ფრანკფურტის აშშ-ს ქალაქებთან დამაკავშირებელი ფრენებით.
„ეს არის კრიტიკულად გარდამტეხი მომენტი ავიაციის აღდგენაში. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი პროგრამა“,- განაცხადა British Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შონ დოილმა.
მიუხედავად ამისა, ბაზარი, რომელიც ორშაბათს გაიხსნა, ძალიან განსხვავდება იმ ბაზრისგან, რომელიც პანდემიამდე მომგებიანი იყო. მოთხოვნა იქნება უფრო დაბალი, ფრენები სრულად შემოიფარგლება მხოლოდ ვაქცინირებული პირებით.
ამასთან, კორპორატიული მგზავრების კატეგორია, რომლებიც ოდესღაც North Atlantic-ის სასიცოცხლო წყარო იყო, ჯერ კიდევ დიდწილად ერთი ლოკაციიდან მუშაობენ. ფირმები არასაჭირო მოგზაურობას თავს არიდებენ. საბოლოოდ, როდესაც ფრენებზე ბიზნესის მოთხოვნა აღდგება, ის შესაძლოა კიდევ შეიზღუდოს ფულის დაზოგვის მიზნით, რაც ფრენების ვიდეო ზარებით ჩანაცვლებას იგულისხმებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი