LIVE

რომელ ობიექტებში ვერ შეხვალთ "მწვანე პასპორტის" გარეშე - სია

08 ნოე 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1510
რომელ ობიექტებში ვერ შეხვალთ "მწვანე პასპორტის" გარეშე - სია

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. შესაბამისად, მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას გარკვეულ ობიექტებში.

კერძოდ, 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და პერსონალს არ შეეხება.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.