
ილონ მასკის სოციალური მედიის მიმდევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს: Tesla-ს ხელმძღვანელმა ელექტრომობილების მწარმოებელში თავისი წილის 10% უნდა გაყიდოს.
Twitter-ის 3,5 მილიონი მომხმარებლიდან უმრავლესობამ, 58%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს აქციების გაყიდვას. Tesla-ს 170,5 მილიონი აქციის გათვალისწინებით, რომელსაც მასკი ფლობს, წილი დაახლოებით $21 მილიარდად შეფასდება.
”მე ორივე შედეგის მისაღებად მზად ვიყავი”,- განაცხადა მასკმა Twitter-ზე გამოკითხვის დახურვის შემდეგ.
Much is made lately of unrealized gains being a means of tax avoidance, so I propose selling 10% of my Tesla stock.
— Elon Musk (@elonmusk) November 6, 2021
Do you support this?
როდესაც Wall Street-ი ორშაბათს გაიღვიძებს, Twitter-ზე მასკის აქტივობამ, შესაძლოა, აქციების ფასის ვარდნა გამოიწვიოს. კვირას დაახლოებით 17:20 საათისთვის თითო აქცია $1137,60 დოლარად ივაჭრებოდა, რაც 6.9%-ით დაბალია, ვიდრე პარასკევის ფასი.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გამოკითხვა Twitter-ზე მას შემდეგ ჩაატარა, რაც ულტრამდიდრების მიერ არარეალიზებული მოგების გადასახადების თავიდან აცილების შესახებ დისკუსია გააქტიურდა. მასკი არ იღებს ხელფასს, მაგრამ უნდა გადაიხადოს გადასახადები აქციების ნებისმიერ ოფციონზე, რომელსაც იყენებს.
Tesla-ს აქციების ფასის ცვლილება მასკის ტვიტებს ადრეც გამოუწვევია, რაც ზოგჯერ ხელისუფლების აღშფოთებას იწვევს. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლებთან შეთანხმების ფარგლებში, 2018 წელს მასკი ინვესტორებისთვის მატერიალური ინფორმაციის გაზიარებამდე Tesla-ს ადვოკატისგან თანხმობის მიღების პირობას დათანხმდა. გაურკვეველია წინასწარ გადახედა თუ არა ამ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მასკის გამოკითხვას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რაიან ბენი და დანა ჰოლი