LIVE

მასკი Tesla-ს აქციების 10%-ის გაყიდვის შესახებ Twitter-ის აუდტორიას ეკითხება

07 ნოე 202114:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
მასკი Tesla-ს აქციების 10%-ის გაყიდვის შესახებ Twitter-ის აუდტორიას ეკითხება
Bloomberg

ილონ მასკი Tesla-ს აქციების 10%-ის გაყიდვის შესახებ Twitter-ის აუდტორიას ეკითხება. Tesla-ს დირექტორმა გამოკითხვა შაბათს ჩაატარა, რათა გაერკვია მხარს უჭერდნენ თუ არა მომხმარებლები კომპანიის აქციების გაყიდვის იდეას.

მასკმა განცხადა, რომ ის ამ გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილება, რაც არ უნდა მოხდეს.

აქციების აღნიშნული ოდენობა დაახლოებით $21 მილიარდად არის შეფასებული. კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 74%-ით გაიზარდა და ხუთშაბათს რეკორდულ ღირებულებას მიაღწია. პარასკევს ღირებულება 0,6%-ით დაეცა და თითო აქცია $1,222.09-მდე ივაჭრებოდა.

მასკის აქციების რაოდენობა, რომელიც Twitter-ის გამოკითხვის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს, ბოლო სამი თვის განმავლობაში Tesla-ს საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობის 80%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გრეგ ჩანგი და იუნ იანგი