LIVE

ჰითროუ მფრინავი ტაქსების ჰაბი ხდება

25 ოქტ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1042
ჰითროუ მფრინავი ტაქსების ჰაბი ხდება
Bloomberg

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი სტარტაპ Vertical Aerospace Group-თან მფრინავი ტაქსის სერვისების ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.

ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აეროპორტი შეისწავლის, თუ როგორ მოარგებს გარემოს Vertical-ის მიერ წარმოებულ ელექტრო თვითმფრინავებს, პარალელურად ის იმუშავებს მარეგულირებელ ორგანოებთან და მინიმუმამდე შეამცირებს საზოგადოებაზე ზემოქმედებას.  

წინასწარი გარიგების შედეგად, Vertical-ი $5.4 მილიარდად გაყიდის 1,350 ოთხმგზავრიან და ერთპილოტიან VA-X4-ს მომხმარებლებზე, მათ შორის ჰითროუში მდებარე Virgin Atlantic Airways-ზე. 

ელექტრო ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის აპარატი ლონდონში, ტოკიოსა და სან-პაულუში გამოიცდება. მიიჩნევა, რომ ვერტმფრენებთან შედარებით, ისინი უფრო უხმაურო, სუფთა და იაფია.

ამის გამო, გადამზიდველები ფიქრობენ, რომ აპარატებზე მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა, ასევე, არსებობს უსაფრთხოებასთან და მარეგულირებლებთან დაკავშირებული დაბრკოლებები, რაც საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. 

Vertical-ი VA-X4-ის პირველ სატესტო ფრენას მომავალ წელს გეგმავს. მისი მიზანია, რომ 2024 წლიდან აპარატების წარმოების დაიწყოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენტონი პალაცო