AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ორსულობაზე ან ფერტილურობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.
სამედიცინო ჟურნალში The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ორსულ ქალებში სპონტანური აბორტის მაჩვენებელი დაახლოებით იგივე იყო. ამასთან, მკვდრადშობადობის ან ახალშობილთა სიკვდილიანობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინას ფერტილურობაზე გავლენა არ მოუხდენია.
ჟურნალში გამოქვეყნებული მიმოხილვამ მოიცავს დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ოთხი კვლევის შედეგს.
ფერტილურობის შესახებ კვლევაში ჩართული იყო 93 მოხალისე, რომლებიც კვლევის დროს დაორსულდნენ. მათგან 50 იყო ვაქცინირებული, 43-ს კი მხოლოდ პლაცებო ჰქონდა მიღებული. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაქცინამ დაორსულებაზე გავლენა არ იქონია.
გაერთიანებული სამეფოს "ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის" (NHS) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, არავაქცინირებული ორსული ქალები ინგლისში კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულების თითქმის 20%-ს შეადგენენ.
აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" შეფასებით, Covid-19 ორსულებისთვის უფრო მაღალ რისკს ქმნის და ამიტომ მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
ორსული და მეძუძური დედების აცრის რეკომენდაციას გასცემს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი