LIVE

რეექსპორტი გაიზარდა - სად ყიდის საქართველო ავტომობილებს

20 ოქტ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1580
რეექსპორტი გაიზარდა - სად ყიდის საქართველო ავტომობილებს

საქართველომ მსოფლიოს 55 ქვეყანაში 45 409 ცალი მსუბუქი ავტომობილი გაყიდა. „საქსტატის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში ავტომობილების რეექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა $338.1 მილიონს გადააჭარბა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს ქვეყნის მთლიან ექსპორტში 11.2%-იანი წილით მესამე ადგილი უკავია.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 49.8%-ით, ხოლო მიღებული შემოსავალი 11%-ით გაიზარდა.

 საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის TOP-10 მიმართულება ასეთია:

  • აზერბაიჯანი - $189.7 მლნ/28 525 ცალი, ერთის საშუალო ფასი $6.6 ათასი
  • უკრაინა - $67 მლნ/9 879 ცალი, საშუალო ფასი $6.7 ათასი
  • ბელგია - $15.3 მლნ/ 314 ცალი, საშუალო ფასი $48.7 ათასი
  • ყაზახეთი - $12.8 მლნ/ 993 ცალი, საშუალო ფასი $12.8 ათასი
  • რუსეთი - $12.4 მლნ/ 1891 ცალი, საშუალო ფასი $6.5 ათასი
  • ყირგიზეთი - $9.9 მლნ/ 1 229 ცალი,საშუალო ფასი $8 ათასი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $6.4 მლნ/106 ცალი, საშუალო ფასი $60.3 ათასი
  • ტაჯიკეთი - $5.4 მლნ/760 ცალი, საშუალო ფასი $7.1 ათასი
  • მოლდოვა - $4.9 მლნ/621 ცალი, საშუალო ფასი $7.8 ათასი
  • სომხეთი - $3.6 მლნ/446 ცალი, საშუალო ფასი $8 ათასი

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში $632.5 მილიონის 82 126 ავტომობილია იმპორტირებული. როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საქსტატიდან" აცნობეს, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების 67.6% ( 55 582 ცალი) აშშ-დან არის იმპორტირებული.  

2021 წლის 9 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 63.8%-ით გაიზარდა სატვირთო ავტომობილების იმპორტიც. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, მიმდინარე წელს საქართველომ 11 196 ცალი სატვირთო ავტომობილის იმპორტში $86 მილიონი გადაიხადა.

გასული წლის საანგარიშო პერიოდში 6 833 სატვირთოს იმპორტი $48 მილიონი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ წელს სატვირთოების იმპორტის 38.2% გერმანიიდან განხორციელდა და $22 მილიონი დაიხარჯა.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს საქართველოდან $14.1 მილიონის 2 097 სატვირთოა ექსპორტირებული. გასაღების ძირითადი ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც წელს $11.5 მილიონის 1 850 სატვირთო ავტომობილის რეალიზება მოხერხდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სულ $13.2 მილიონის 1158 სატვირთო ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.