LIVE

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო - TOP-10 პროდუქტი

19 ოქტ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო - TOP-10 პროდუქტი

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე $2.9 მილიარდის პროდუქცია გაიტანა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 24%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 21.6%-იანი ზრდა დააფიქსირა იმპორტმაც და $7 მილიარდს უმნიშვნელოდ გადააჭარბა.

9 თვეში საექსპორტო პროდუქციის TOP-10 ასეთია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $517.7 მლნ/წილი ექსპორტში 19%;
  2. მსუბუქი ავტომობილები - $338.2 მლნ/წილი ექსპორტში 11.3%;
  3. ფეროშენადნობები - $316.7 მლნ/წილი ექსპორტში 10.6%;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $166.7 მლნ/წილი ექსპორტში 5.6%;
  5. სპირტიანი სასმელები - $105.7 მლნ/წილი ექსპორტში 3.5%;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები - $104.1 მლნ/წილი ექსპორტში 3.5%;
  7. სამკურნალო საშუალებები - $72.5 მლნ წილი/ექსპორტში 2.4%;
  8. თხილი და სხვა კაკალი - $70 მლნ/წილი ექსპორტში 2.3%;
  9. აზოტოვანი სასუქები - $65.4 მლნ/წილი ექსპორტში 2.2%;
  10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - $49.1 მლნ/წილი ექსპორტში 1.6%. 

იმპორტირებული პროდუქტების TOP-10 კი შემდეგია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $632.5 მლნ/წილი იმპორტში 9%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $576.3 მლნ/წილი იმპორტში 8.2%.
  3. სპილენძის მადნები - $530.1 მლნ/წილი იმპორტში 7.5%,
  4. სამკურნალო საშუალებები - $257.2 მლნ / წილი იმპორტში 3.7%;
  5. ნავთობის აირები - $207.3 მლნ / წილი იმპორტში 3%;
  6. სატელეფონო აპარატები - $157.5 მლნ/წილი იმპორტში 2.2%;
  7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $110.9 მლნ/წილი იმპორტში 1.6%;
  8. სატვირთო ავტომობილები - $86 მლნ/წელი იმპორტში 1.2%;
  9. ვაქცინები, სისხლი, იმუნური პროდუქტები - $84.3 მლნ/წილი იმპორტში 1.2%.
  10. ხორბალი - $67.8 მლნ/წილი იმპორტში 1%