LIVE

Netflix-ის შეფასებით, Squid Game-ის ღირებულება $900 მილიონს მიაღწევს

17 ოქტ 202112:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 1052
Netflix-ის შეფასებით, Squid Game-ის ღირებულება $900 მილიონს მიაღწევს
Giuseppe Cacace/Getty Images

Netflix-ის შეფასებით, მისი უახლესი მეგაჰაიტი Squid Game-ი კომპანიისთვის თითქმის $900 მილიონის ღირებულებას შექმნის.

Netflix-ის Squid Game-ი გამოირჩევა როგორც პოპულარობით, ასევე შედარებით დაბალი ბიუჯეტით. სამხრეთ კორეულმა შოუმ კომპანიის "გავლენის ღირებულების" საზომით $891,1 მილიონი უკვე გამოიმუშავა. Netflix-ი ამ საზომს შოუების ინდივიდუალური პერფორმანსის შესაფასებლად იყენებს. აღსანიშნავია, რომ Squid Game-ის პირველი სეზონის გადაღება მხოლოდ $21,4 მილიონი დაჯდა, ერთი ეპიზოდის კი დაახლოებით $2,4 მილიონი. 

მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ 17 სექტემბერს Squid Game-ის პლატფორმაზე განთავსების შემდეგ, Netflix-ის აქციების ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებას $278.1 მილიარდამდე ზრდის. კომპანიის მიმართ კრიტიკული ინვესტორებიც კი ელიან, რომ Netflix-ის პერფორმანსი მესამე კვარტალში გაიზრდება ან პროგნოზს გაზრდის მეოთხე კვარტლისთვის.

”ვფიქრობთ, Netflix-მა იპოვა ჯანსაღი და მომგებიანი სტრატეგია თავისი შინაარსობრივი ინტერნაციონალიზაციის მეშვეობით, Squid Game-ი ამის შესანიშნავი მაგალითია",- წერს Wedbush Securities-ის ანალიტიკოსი მაიკლ პაჩტერი. აღსანიშნავია, რომ პაჩტერი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი სკეპტიკოსია Wall Street-ის ანალიტიკოსებს შორის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ