LIVE

FDA-მ ელექტრონული სიგარეტი პირველად დაამტკიცა

13 ოქტ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1082
FDA-მ ელექტრონული სიგარეტი პირველად დაამტკიცა

აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ" (FDA) ელექტრონული სიგარეტის პროდუქციის გამოყენება პირველად დაუშვა. მან კომპანია Vuse Solo-ს ელექტრონული სიგარეტი და მის შესავსებად განკუთვნილი კარტრიჯები დაამტკიცა.

სააგენტომ მიიჩნია, რომ ელექტრონული სიგარეტი მწეველებს ეხმარება დაანებონ თავი ან მნიშვნელოვნად შეამცირონ სიგარეტის მოხმარება.

ამავე დროს, FDA-მ კომპანიას უარი უთხრა ზოგიერთი არომატიზებული პროდუქციის მარკეტინგზე, რადგან საზოგადოებრივ ჯანმრთელობისთვის მათი უსაფრთხოება არ მტკიცდებოდა. 

აშშ-ში ელექტრონული სიგარეტების პოპულარობა იზრდება. 2021 წლის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 2,06 მილიონი მოსწავლე იყენებს ელექტრონულ სიგარეტს. მათ შორის ყველაზე პოპულარულ ბრენდებია Puff Bar, Vuse და Juul-ი. 

მომხმარებელთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ისინი იყენებდნენ არომატიზებულ პროდუქტებს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო ხილის, კანფეტებისა და დესერტების არომატები, თამბაქოს არომატი კი ნაკლებად პოპულარულია. არომატებთან დაკავშირებით FDA-ს გადაწყვეტილება სწორედ ამ მონაცემებს დაეფუძნა. 

Juul-ი და Vuse აშშ-ში ორი წელია მხოლოდ თამბაქოს და მენთოლის არომატებს ყიდიან.