მერია „თბილსერვისისთვის" 9 მლნ ევროს სპეცტექნიკას ყიდულობს

13 ოქტ 202111:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 449
მერია „თბილსერვისისთვის" 9 მლნ ევროს სპეცტექნიკას ყიდულობს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია 9 მლნ ევროს ღირებულების 67 ნაგავმზიდსა და ქუჩის მექანიკურ დამგველებს შეიძენს.

როგორც მერმა დღეს გამართულ მთავრობის ხდომაზე განაცხადა „თბილსერვის ჯგუფისთვის“ სპეცტექნიკის შესაძენად გამოცხადებული სატენდერო პროცედურები დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია.

"2018 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც, შევძლებთ პროექტის განხორციელებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გადაწყვეტილია ნაგავმზიდი მანქანების შეძენა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან“,-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულების თანახმად, სპეცტექნიკა თბილისს რვა-ათი
თვის განმავლობაში გადმოეცემა.

„პროექტისთვის გამოყოფილი იყო 15 მლნ ევრო. სესხის ძირითადი კომპონენტი
სპეცტექნიკის, მათ შორის, 67 ერთეული ნაგავმზიდისა და შვიდი ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველის, ე.წ. სვიპერის შეძენაა, რომელთა ღირებულება, ჯამში, 9 მილიონი ევროა. გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ, გარკვეული დრო დასჭირდა. იცით, რომ ტენდერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ატარებს“, -განაცხადა კალაძემ.

მერია ასევე გეგმავს დამატებით 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, რომელთა შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება.

"ამჟამად, თბილისს 120 ერთეული ნაგავმზიდი ემსახურება და ძალიან მალე ეს პარკი სრულად განახლდება",- აცხადებს კალაძე.