LIVE

ჩინეთის შემდეგი ეკონომიკური შოკი ენერგოკრიზისია

26 სექ 202115:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 1263
ჩინეთის შემდეგი ეკონომიკური შოკი ენერგოკრიზისია
Bloomberg

Evergrande-ის კრიზისის პარალელურად, ჩინეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის მიწოდების შოკისკენ მიემართებოდეს. აზიის უდიდეს ეკონომიკაზე ენერგოკრიზისი სავარაუდოდ, კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იქნება.

ენერგიის მოხმარების შეზღუდვა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის და ქვანახშირისა და გაზის ფასების ზრდითაა განპირობებული. ამას ემატება პეკინის გამონაბოლქვის შემცირების მკაცრი სამიზნე მაჩვენებლები. ეს პირველ რიგში ზემოქმედებს ქვეყნის წარმოების უდიდეს ინდუსტრიებზე: ალუმინის დნობის, ტექსტილის წარმოების და სოიოს გადამამუშავებელ ქარხნებზე. ამ ტიპის ქარხნებს ევალებათ შეამცირონ საქმიანობა ან ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ დაიხურონ.

ჩინეთის 23 პროვინციიდან თითქმის ნახევარმა პეკინის მიერ განსაზღვრული ენერგიის ინტენსივობის სამიზნეები ვერ შეასრულა. ახლა ისინი ზეწოლის ქვეშ არიან, რომ შეზღუდონ ენერგიის მოხმარება.

ენერგიის კრიზისი ჩინეთში ასახავს უკიდურესად მჭიდრო გლობალურ ენერგომომარაგებას, რაც უკვე იწვევს ქაოსს ევროპაში. Covid ლოქდაუნების შემდეგ მიღებულმა ეკონომიკურმა ზრდამ გაზარდა ენერგიაზე მოთხოვნა შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხრიდან, თუმცა მწარმოებლების მხრიდან დაბალი ინვესტიცია წარმოებას ზღუდავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია