LIVE

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება

16 სექ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015
ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მწვავდება
Lukas Schulze/Getty Images

ევროპის ენერგეტიკულმა კრიზისმა დიდ ბრიტანეთში ორ ქარხანას საქმიანობის შეჩერებისკენ უბიძგა. ეს პირველი ნიშანი იმისა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ფასის რეკორდული ზრდა რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას  საფრთხეს უქმნის.

CF Industries Holding-მა განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზის მაღალი ფასის გამო წყვეტს ოპერაციებს ბილინგემისა და ინსის ობიექტებში. უცნობია, როდის განახლდება წარმოება.

ამ ფონზე, ევროპა ენერგიის დეფიციტის წინაშეა და გაზისა და ელექტროენერგიის ფასები ყოველდღიურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. კონტინენტს მარაგების შესავსებად ზამთრის დაწყებამდე დრო ეწურებათ, რადგანაც რუსეთსა და ნორვეგიაში წამყვანი მომწოდებლების ნაკადები შეზღუდულია. 

კრიზისს შეიძლება სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. Goldman Sachs-ის თანახმად, ზამთარში ფასების ზრდა ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხეს ქმნის, რაც კიდევ უფრო გაზრდის ენერგიის ფასს და გაამძაფრებს ინფლაციას.

"მაღალი ფასები ქმნის ინფლაციურ ზეწოლას ყველა სხვა ხარჯზე, რაც საბოლოოდ გადაეცემა მომხმარებელს",- თქვა პასკალ ლეროიმ, ჩრდილოეთ საფრანგეთში დაფუძნებული საკვების გადამამუშავებელი კომპანიის, Roquette Freres-ის ძირითადი ინგრედიენტების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. Tereos-მა, შაქრის წამყვანმა მწარმოებელმა საფრანგეთში, ივარაუდა, რომ ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრი ზრდა “მნიშვნელოვნად გაზრდის წარმოების ხარჯებს”.

ევროპის ენერგეტიკული ბაზრები უახლესი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს საქონლის ფასების ზრდა გლობალურ ეკონომიკაზე. ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ბუნებრივი გაზის საბაზო ფასები წელს სამჯერ გაიზარდა. მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ხანძრის შედეგად ელექტროენერგიის მიმწოდებელი ძირითადი კაბელი დაზიანდა, რომელიც დიდ ბრიტანეთს საფრანგეთთან აკავშირებდა. მომხდარმა ბრიტანეთში ელექტროენერგიის გამომუშავების მოთხოვნა გაზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ ელკინი და ისის ალმეიდა