LIVE

ბრიტანეთში ხანძარმა საფრანგეთიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი ძირითადი კაბელი გათიშა

15 სექ 202121:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 666
ბრიტანეთში ხანძარმა საფრანგეთიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი ძირითადი კაბელი გათიშა
Edward Evans

დიდი ბრიტანეთის ელექტროენერგიის გადამყვან საკვანძო სადგურზე გაჩენილმა ხანძარმა საფრანგეთიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი ძირითადი კაბელი გათიშა, რამაც დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკული კრიზისი გაამძაფრა.

ელექტროენერგიის ქსელის გათიშვა 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ ფონზე, ენერგიის მარაგები უკვე შეუსაბამოა და ფასები რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. დიდი ბრიტანეთი ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორია, ხოლო საფრანგეთი - მისი უდიდესი მიმწოდებელი.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ხანძრის კერა იზრდება.

კენტის სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდება. ნაციონალური ქსელის თანახმად, 2000 მეგავატიანი IFA-1 კაბელი შუაღამის შემდეგ გაჩერდა, თუმცა მეორე, IFA -2, 1000 მეგავატიანი გადამცემი ხაზი არ დაზიანებულა.

ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის გაზის ფიუჩერსები თითქმის 12%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დიდ ბრიტანეთში ქარის ნაკლებობა ზრდის მოთხოვნას გაზზე და იწვევს ელექტროენერგიის ფასის ზრდას. 

ხანძარმა ასევე დროებით დახურა Eurostar, რამაც მომსახურების შეფერხება გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ედვარდ ევანსი და რეიჩელ მორისონი