
ინგლისის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტი დღეს ამერიკული კომპანია Grail-ის სისხლის ანალიზის ტესტის მსოფლიოში უდიდეს გამოცდას იწყებს. ტესტს დნმ-ის მეშვეობით 50 სახეობის კიბოს სიმპტომების გამოვლენამდე აღმოჩენა შეუძლია.
ადრეულ დიაგნოსტირებას დაავადების პრევენციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მეთოდი გარდაცვალების შემთხვევებს დრამატულად შეამცირებს.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განაცხადებით, კვლევაში 140 000 მოხალისის ჩართვა სურთ. მონაწილეთა ნახევარს ტესტირება მყისიერად ჩაუტარდება.
გასულ თვეს ბიოტექნოლოგიური კომპანია Illumina-მ განაცხადა, რომ კომპანია Grail-ს $7.1 მილიარდად ყიდულობს. იქვე აღინიშნა, რომ Grail-ი მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებდა.