LIVE

რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-მდე გაიზარდა

10 სექ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 979
რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-მდე გაიზარდა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი მოსალოდნელზე ნაკლებად - 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 6.75% შეადგინა.

მაშინ, როცა მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთში 2014 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, Bloomberg-ის გამოკითხვით, 44 ანალიტიკოსიდან 27 დღეს ცენტრალური ბანკისგან უფრო მნიშვნელოვან ზრდას ელოდა. სწორი პროგნოზის გაკეთება მხოლოდ 16-მა შეძლო, ხოლო ერთი ვარაუდობდა, რომ განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა.

ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი ინფლაციის მოლოდინის გათვალისწინებით, მომავალ შეხვედრებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის საკითხს განიხილავენ.

ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებს. ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები წელს სულ 250 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რათა შეინარჩუნოს ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც 4%-იან სამიზნე ნიშნულს აღემატება.

აგვისტოს მონაცემების მიხედვით, რუსეთის ეკონომიკური აღდგენა შესაძლოა შეფერხდეს. ქვენაში ფასები ზრდას განაგრძობს. მომავალ კვირას დაგეგმილი პარლამენტის არჩევნები სურათს კიდევ უფრო ართულებს. პრეზიდენტმა პუტინმა ახალი სოციალური პროგრამებისთვის 700 მილიარდი რუბლის ($9.6 მილიარდი) გამოყოფის პირობა დადო, რაც პოტენციურად ფასების ზრდაში აისახება. 

Goldman Sachs Group-ის ანალიტიკოსის, კლემენს გრაფის პროგნოზით, ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდება და სექტემბერში 6,9%-იანი ზრდით პიკს მიაღწევს, ხოლო წლის ბოლომდე 6%-მდე შემცირდება.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ია. აგვისტოში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 12.8% მდე დაჩქარდა, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: