LIVE

ბაიდენი კომპანიებს მოუწოდებს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ

24 აგვ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1136
ბაიდენი კომპანიებს მოუწოდებს, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ
Jim Watson/AFP via Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამბობს, რომ Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინის სრული დამტკიცება კომპანიებს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის მოთხოვნის საშუალებას აძლევს.  

"კერძო სექტორში კომპანიებს მოვუწოდებ, გააძლიერონ მოთხოვნა ვაქცინაციაზე, რაც მილიონობით ადამიანს შეეხება”,- განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა გუშინ აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ Pfizer/ BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრულ დამტკიცებას. ბაიდენის თქმით, თუ ვინმე ვაქცინაციისგან თავს იკავებდა, ახლა დროა, რომ აიცრას. 

”თუ თქვენ ხართ იმ მილიონობით ამერიკელს შორის, რომელიც ამბობს, რომ არ აიცრება იქამდე, სანამ ის არ მიიღებს FDA-ს სრულ და საბოლოო დამტკიცებას, ეს ახლა მოხდა. მომენტი, რომელსაც ელოდით, დადგა. თქვენი ვაქცინაციის დროა. დღესვე აიცერით",- ასე გამოეხმაურა ბაიდენი ვაქცინის დამტკიცებას Facebook-ის მეშვეობით. 

აშშ-ში ზოგიერთ კომპანიაში თანამშრომელთა სავალდებულო ვაქცინაცია უკვე მოქმედებს. 

ოფისებში დაბრუნებულ თანამშრომლებს ვაქცინაციას მოსთხოვენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა, Facebook, Google და Walt Disney.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი