LIVE

FDA-მ Covid-19-ის პრევენციისთვის პრეპარატი REGEN-COV დაამტკიცა

04 აგვ 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 903
FDA-მ Covid-19-ის პრევენციისთვის პრეპარატი REGEN-COV დაამტკიცა

აშშ-ის “სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ” (FDA) Covid-19-ის პრევენციისთვის მონოკლონარული ანტისხეულების პრეპარატს REGEN-COV-ს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა

ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე იმუნოკომპრომისული პირებისთვის, რომლებიც ამერიკის მოსახლეობის 3%-ს შეადგენენ. მათ შორის არიან აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირები, აივ/შიდსით ინფიცირებულები, ონკოლოგიური პაციენტები, ორგანოგადანერგილი პირები, რომლებიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, არ იყვნენ დაავადებისგან საკმარისად დაცულები.

პრეპარატია განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირს ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და გამოხატულია ინფიცირების სიმპტომები. ის იცავს პაციენტს დაავადების გართულებისგან და სიკვდილისგან. 

FDA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრეპარატი არ უნდა ჩაითვალოს ვაქცინების შემცვლელად.