LIVE

ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინება ოფიციალურად დასრულებულია

03 აგვ 202113:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1210
ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინება ოფიციალურად დასრულებულია
Bloomberg

ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინება ოფიციალურად დასრულებულია სამი თვის შემდეგ, რაც მათ პირველად განაცხადეს დაშორების შესახებ 27-წლიანი ქორწინების შემდეგ. ვაშინგტონის კანონები განქორწინების დასრულებამდე 90-დღიანი ლოდინის პერიოდს ითვალისწინებს.

სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, არცერთი მხარე არ მიიღებს მეუღლისგან ფინანსურ მხარდაჭერას ან შეიცვლის სახელს. მოსამართლემ უბრძანა გეიტსებს გაენაწილებინათ ქონება განცალკევების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელიც კონფიდენციალურია.

მას შემდეგ, რაც მაისში გეიტსებმა განქორწინების შესახებ განაცხადეს, $3 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები, რომელსაც Gates's Cascade Investment-ი ფლობს, მელინდა გეიტსის სახელზე გადავიდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ეს წყვილის $146 მილიარდიანი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა შეიძლება არასოდეს გახდეს ცნობილი, თუ როგორ ხდება ყოფილი წყვილის პირადი ქონების განაწილება. ინდექსის თანახმად, 65 წლის გეიტსი ახლა $150 მილიარდზე მეტის მფლობელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოფი ალექსანდერი