LIVE

​ორ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური სოფელი Covid წესების დარღვევის გამო დაატოვებინეს

01 აგვ 202112:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1078
​ორ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური სოფელი Covid წესების დარღვევის გამო დაატოვებინეს

ორმა ქართველმა ვერცხლის მედალოსანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშები ღირსშესანიშნაობების სანახავად გასვლის გამო დაოვა.

ოლიმპიური სოფლის დატოვება თამაშებთან დაუკავშირებელი მიზნებისათვის ეწინააღმდეგება ზომებს, რომელიც იაპონიამ Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიიღო. იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა ქალაქში შემთხვევების მომატების შემდეგ გაახანგრძლივა.

”ჩვენ ჩამოვართვით აკრედიტაცია, რადგან გვჯერა, რომ სპორტსმენთა სოფლიდან ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად გასვლა არის ის, რაც არ უნდა მოხდეს”,- განაცხადა ტოკიო 2020-ის სპიკერმა მასანორი ტაკაიამ.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ მისი ორი სპორტსმენი - ორივე ძიუდოისტი - ოლიმპიადის ტერიტორიაზე აღარ დაიშვებოდა.

სპორტსმენებმა უკვე დატოვეს იაპონია თავიანთი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, წესების შესაბამისად, რომლის თანახმად, სპორტსმენებმა ქვეყანა შეჯიბრებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ქართველმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ვერცხლის მედალოსნებმა,  27 წლის ვაჟა მარგველაშვილმა და 29 წლის ლაშა შავდათუაშვილმა შენობა იაპონიაში მცხოვრებ "ერთ-ერთ მათ კარგ მეგობართან" შესახვედრად დატოვეს.

"ისინი არავის გაუჩერებია გასასვლელში, ასე რომ მათ ეგონათ, რომ შეეძლოთ გარეთ გასვლა."

მარგველაშვილის და შავდათუაშვილის მიერ მოპოვებული მედლები იყო საქართველოს ოთხ მედალს შორის ძიუდოში. მათ შორის კიდევ ერთი ვერცხლი და ოქროა.

ამ კვირის დასაწყისში იაპონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი ქართველი სპორტსმენი ტოკიოს კოშკთან ფოტოსურათების გადაღებისას შენიშნეს.