LIVE

ბიტკოინის ფასი $34 595-მდე გაიზარდა

28 ივნ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1183
ბიტკოინის ფასი $34 595-მდე გაიზარდა

ბიტკოინმა $30,000-იანი ფასის ნიშნულის შენარჩუნების შემდეგ, ორშაბათს ზრდა დაიწყო.

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასი ჰონგ-კონგში 14:10-ისთვის 6%-ით გაიზარდა და $34 595 შეადგინა. CoinGecko-ს თანახმად, მთლიანად კრიპტო სივრცე დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და $1,43 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

"ვხედავთ, რომ ბიტკოინის მხრიდან $30,000-ის დონის შენარჩუნება საკმაოდ კარგად ხდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც ამ დონეზე ჩატარებულმა მრავალმა ტესტმა დაადასტურა",- აცხადებს Luno-ს, კრიპტო ბირჟის აზიისა და წყნარი ოკეანის ხელმძღვანელი, ვიჯა აიარი

ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის ფასი აპრილის რეკორდიდან განახევრდა. ფასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მისი მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შესახებ დისკუსიამ და ჩინეთის კრიპტო რეგულაციებმა. ციფრულმა ვალუტამ რეკორდულ $65,000-იან ღირებულებას აპრილის შუა რიცხვებში მიაღწია, რაც ელონ მასკის მხრიდან ბიტკოინის ადვოკატირებას უკავშრდება, სანამ მან ბიტკოინის მოპოვების გარემოზე ზემოქმედება გააკრიტიკა.

ამავდროულად, გაერთიანებულ სამეფოში, Binance-ს ფინანსურმა დამკვირვებელმა ქვეყანაში რეგულირებადი ბიზნესის წარმოება აუკრძალა, რაც მარეგულირებლის მიერ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიპტო ინდუსტრიაში გლობალური რეგულაციების ფონზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი