LIVE

გაერთიანებულმა სამეფომ კრიპტო ბირჟა Binance-ი აკრძალა

27 ივნ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 896
გაერთიანებულმა სამეფომ კრიპტო ბირჟა Binance-ი აკრძალა

ბრიტანეთის ფინანსური საქმის წარმოების ორგანომ(Britain’s Financial Conduct Authority) Binance-ის წინააღმდეგ მომხმარებლებისთვის გაფრთხილება გასცა - კრიპტო ბირჟას ქვეყანაში რეგულირებული საქმიანობის განხორციელება აეკრძალა.

FCC-ს რეესტრის თანახმად, Binance-მა ოთხშაბათს საღამომდე უნდა დაადასტუროს, რომ მან გააუქმა ყველა სარეკლამო და ფინანსური აქცია. FCC-ს მიხედვით, კომპანიის სოციალურ მედიასაშუალებებსა და ყველა სხვა კომუნიკაციაში უნდა იყოს ნათლად ნათქვამი, რომ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე კომპანიის მოქმედება აღარ არის ნებადართული.

Binance-მა, რომელმაც გასულ ივნისში FCA-ს მიერ რეგულირებული ორგანიზაციის შეძენა გამოაცხადა, Binance.UK-ს ჩაშვების გეგმებთან ერთად, ასევე ვეღარ შეძლებს გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციების განახლებას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

გაერთიანებული სამეფოს ეს ნაბიჯი უკავშირდება კრიპტოვალუტის სექტორის მიმართ მიღებულ მარეგულირებელ ზომებს ფულის გათეთრებასა და თაღლითობებში მისი შესაძლო მონაწილეობის გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი