LIVE

ლონდონის მეტალის ბირჟა (LME) სავაჭრო დარბაზს აღარ დახურავს

08 ივნ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1808
ლონდონის მეტალის ბირჟა (LME) სავაჭრო დარბაზს აღარ დახურავს
Bloomberg

მომხმარებლების უარყოფითი რეაგირების შემდეგ, ლონდონის მეტალის ბირჟამ (The London Metal Exchange) სავაჭრო დარბაზის დახურვის გეგმა გააუქმა.  ბირჟა სექტემბერში გაიხსნება.

ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა ლონდონის ერთ-ერთი უძველესი ფინანსური ინსტიტუტისთვის და ამასთანავე ერთ-ერთი უკანასკნელი "მყვირალა ბაზრისთვის".

ე.წ Ring-ი, რა სახელითაც სავაჭრო დარბაზია ცნობილი, სათავეს 1800-იანი წლების დასაწყისიდან იღებს და მას ჯერ კიდევ ჰყავს მტკიცე მომხრეები ლითონების ინდუსტრიაში, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველდღიური ყვირილის მატჩი სავაჭრო დარბაზის მოვაჭრეებს შორის გლობალური საორიენტაციო ფასების (benchmark) დადგენის საუკეთესო გზად რჩება.

LME-მ რინგზე ვაჭრობა Covid შეზღუდვების გამო შეაჩერა, რადგან გაერთიანებული სამეფო გასული მარტიდან ლოქდაუნის რეჟიმში იმყოფებოდა და ამიტომ ბაზარი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა ყოველდღიური საორიენტაციო ფასების დასადგენად. ლონდონის მეტალის ბირჟამ გამოაცხადა, რომ ცვლილებები მუდმივი გახდებოდა იანვრიდან, მაგრამ ამ ნაბიჯს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბროკერებმა და სხვა მომხმარებლებმა.

როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა, მეთიუ ჩემბერლინმა ჟურნალისტებს განუცხადა, LME-ს შეხედულებები Ring-ის შესახებ არ შეცვლილა. თუმცა, ინსტიტუტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ”ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ბაზრის საუკეთესო ინტერესების ერთადერთი არბიტრი: უნდა მოვუსმინოთ რას ფიქრობს ბაზარი”.

6 სექტემბერს გახსნის შემდეგ, Ring-ი გამოყენებული იქნება ე.წ. ოფიციალური ფასების დასადგენად, რასაც ფიზიკურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად ეყრდნობიან. LME-მ ასევე განაცხადა, რომ ის მიიღებს კონსულტაციას იმ წესების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს სავაჭრო დარბაზი ავტომატურად დახუროს გარკვეული სცენარების განვითარების შემთხვევაში, მაგალითად თუ აქტიური რინგის დილერების რაოდენობა ექვსზე ნაკლები იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ბარტონი