LIVE

LME-ს ისტორიული სავაჭრო დარბაზი შესაძლოა სამუდამოდ დაიხუროს

19 იან 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
LME-ს ისტორიული სავაჭრო დარბაზი შესაძლოა სამუდამოდ დაიხუროს
Jason Alden/Bloomberg

ლონდონის მეტალის ბირჟა (LME) ღია ვაჭრობის დარბაზის სამუდამოდ დახურვის შესაძლებლობას განიხილავს. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დასრულდება საუკუნოვანი პრაქტიკა, რომელიც ძვირფას მეტალებზე და ლითონებზე გლობალურ ფასებს ყოველდღიური პირისპირ ვაჭრობის გზით ადგენს.

Ring-ის სახელით ცნობილი სავაჭრო დარბაზი ერთ-ერთი უკანასკნელია მსოფლიოში, სადაც გარიგებები იდება ტრეიდერების პირისპირ კომუნიკაციით, ჟესტების გამოყენებით.

სართული თავდაპირველად დიდი ბრიტანეთში გამოცხადებული პირველი ლოქდაუნის შემდეგ, მარტში დაიხურა, როდესაც LME ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. 10 თვიანმა გამოცდილებამ განაახლა მრავალწლიანი დისკუსია იმაზე, არის თუ არა Ring-ის პრაქტიკა სამომავლოდ სიცოცხლისუნარიანი. პანდემიით შექმნილმა ახალმა რეალობამ დაასუსტა არგუმენტი, რომ ვაჭრობის Face to Face ფორმა იყო ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელი იყო მეტალებზე ფასების დადგენა LME-ს კომპლექსური კონტრაქტების სისტემისთვის. 

LME-ს სავაჭრო სართულის დახურვა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიული ინსტიტუტის გაუქმებას ნიშნავს. Ring-ის პრაქტიკის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ტრეიდერების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, ის დღესაც ისევე ემსახურება რკინისა და ფოლადის გლობალურ ინდუსტრიას, როგორც ვიქტორიანულ დროში. გარეშე პირთა ნაწილისთვის კი ვაჭრობის ეს ფორმა მოძველებულად განიხილება, მაშინ როცა ლონდონი ბოლო წლების განმავლობაში ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბდა.  

Ring-ის შენარჩუნების შესახებ კამათი ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, LME-ს ელექტრონული ბაზრის შექმნის დღიდან დაიწყო და 2015 წელს ბირჟის მოდერნიზაციის მცდელობით გაგრძელდა, თუმცა ყველაზე დიდი კატალიზატორი კი მაინც Covid-19 პანდემია აღმოჩნდა. ვითარებამ ბაზრის ზოგიერთი მსხვილი დილერი აიძულა, ბიზნესის რადიკალურ ცვლილებებზე ეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ დილერების ნაწილი პირისპირ ვაჭრობის პრაქტიკის გაუქმების გარდაუვალობას აღიარებს, ტრეიდერებმა და LME-ს მენეჯმენტმა განაცხადეს, რომ ისინი უსაფრთხო და მდგრადი ფორმით ვაჭრობის განახლების ყველა ვარიანტს განიხილავენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ბარტონი