LIVE

ბაიდენი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

08 ივნ 202123:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 614
ბაიდენი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაიცვა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მომავალ კვირას შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და აღნიშნა, რომ ეს კრემლის მიზნების დადგენის საუკეთესო გზაა.

16 ივნისს, ბაიდენი პუტინს შეხვდება ჟენევაში, დიდი შვიდეულის შეხვედრისა და NATO-ს მოკავშირეებთან სამიტის შემდეგ, რომელიც 10 მაისს იწყება. ოფიციალურ შეხვედრებზე ამერიკის პრეზიდენტი გეგმავს კონსულტაციებს, რუსეთის ლიდერთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკეს პუტინთან შეხვედრის ინიცირების გამო, რომელსაც წინ უძღვოდა მოსკოვის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები ამერიკულ კომპანიებზე და სამთავრობო უწყებებზე, რუსეთის მტრობა უკრაინის მიმართ და პუტინის დამოკიდებულება პოლიტიკურ ოპონენტებთან.

სალივანმა განაცხადა, რომ შეხვედრა არ არის ჯილდო პუტინისთვის და შეხვედრას განიხილავენ, როგორც ამერიკის ინტერესებისა და ამერიკის ღირებულებების დაცვის მნიშვნელოვან ნაწილს. მისი თქმით, პუტინთან შეხვედრა ბაიდენისთვის საუკეთესო გზაა, მსოფლიოში კრემლის მიზნების დასადგენად და დასძინა, რომ პუტინს გადაწყვეტილების მიღების მეტად ინდივიდუალური სტილი აქვს.

სალივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ 7 მაისს ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ისაუბრა და ზაფხულში თეთრი სახლში მიიწვია. საუბრისას ბაიდენმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ის მტკიცედ დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისწრაფებებს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა პუტინთან შეხვედრას, 7 მაისს ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ და განაცხადა, რომ ალიანსი მხარს უჭერს რუსეთის მიმართ „ორმაგ მიდგომას“:  შემაკავებელ თავდაცვის პოლიტიკასა და რუსეთთან დიალოგის

”რუსეთთან დიალოგი არ არის სისუსტის ნიშანი. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანი და შეგვიძლია რუსეთთან საუბარი და უნდა ვისაუბროთ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის მისაღწევად. მაშინაც კი, თუ არ გჯერათ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისა, ჩვენ რთული ურთიერთობის მართვა გვჭირდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯასტინ კინქი და ჯენი ლეონარდი