
უკვე მეორე კვირაა, კრიპტო ბაზარი მილიარდერი ელონ მასკის ტვიტებით იმართება.
Tesla-ს ხელმძღვანელის ბუნდოვანმა კომენტარმა ბიტკოინის ფასი ჯერ $45,000-მდე შეამცირა, ბოლოს გაკეთებული კომენტარის შემდეგ კი ნიშნული ისევ გადალახა და კრიპტოვალუტის ფასმა $45,436 შეადგინა.
ელონ მასკმა ისევ Twitter-ზე განმარტა, რომ კომპანიას ციფრული აქტივი არ გაუყიდია. ეს არის უახლესი პოსტი, რომელმაც ინდუსტრიაში ფასები შეარყია და ხელი შეუწყო სპეკულაციებს იმის შესახებ, თუ რატომ აქვეყნებს ელექტრომობილების პიონერი მისტიკურ ტვიტებს კრიპტოვალუტების შესახებ Twitter-ზე ყოველდღიურად.
To clarify speculation, Tesla has not sold any Bitcoin
— Elon Musk (@elonmusk) May 17, 2021
”მან უნდა გააცნობიეროს ის რეალობა, რომ მისი მიმდევრების მასშტაბის გამო, თუნდაც ერთ-სიტყვიანი ტვიტით ბაზრების შერყევა შეუძლია”,- ამბობს ანტონი ტრენჩევი, კრიპტო კრედიტორი Nexo-ს თანადამფუძნებელი.
ტრეიდერებსა და Tesla-ს ანალიტიკოსებს აინტერესებთ, არის თუ არა რამე სერიოზული მასკის ონლაინ აქტივობის მიღმა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, მასკმა რვაჯერ დაპოსტა კრიპტოს შესახებ. ბიტკოინის შესახებ მიღებული კრიტიკის შემდეგ, მასკმა თქვა, რომ: ”მსგავსი მავნე thread-ები მაიძულებს მთლიანი ფსონი Doge-ზე დავდო”
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი