
ელონ მასკი ბიტკოინის ფასით მანიპულირებას განაგრძობს. ციფრული მონეტის ფასი თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც კვირას Twitter-ზე ინტერაქციის დროს, მასკმა მიანიშნა, რომ Tesla-მ, შესაძლოა, მის მფლობელობაში არსებული ბიტკოინები გაყიდოს ან უკვე გაყიდა ისინი.
Tesla & Bitcoin pic.twitter.com/YSswJmVZhP
— Elon Musk (@elonmusk) May 12, 2021
ბიტკოინის ფასი, პირველად სამი თვის განმავლობაში, $45,000-ს ჩამოსცდა. ელექტრომობილების მწარმოებლის მილიარდერი მფლობელი დაეთანხმა Twitter-ის პოსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ უარი უნდა თქვას მის $1,5 მილიარდიან წილზე უდიდეს კრიპტოვალუტაში. ბიტკოინი კვირას ნიუ-იორკში $45 270-ად ივაჭრებოდა, რაც $4,000-ით ნაკლებია, ვიდრე ფასი, რომლითაც ის პარასკევის ვაჭრობაში დასრულდა.
ეს ონლაინ კომენტარი იყო უკანასკნელი ცვალებადი ხასიათის მილიარდერისგან ერთ-კვირიანი საჯარო განცხადებების შემდეგ, რომლებმაც ციფრული მონეტების ფასის, მათ შორის მისი ფავორიტი Doge-ის ფასის ვარდნა გამოიწვია.
გასულ ოთხშაბათს მასკის გადაწყვეტილების გამო, რომ Tesla ბიტკოინს გადახდის ფორმად აღარ მიიღებს, კრიპტოვალუტის ფასს $10,000 დოლარი მოაკლდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:პატრიკ მაკჰეილი