LIVE

მთავრობამ რიყის დოქები მეოთხე მცდელობაზეც ვერ გაყიდა

17 მაი 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1191
მთავრობამ რიყის დოქები მეოთხე მცდელობაზეც ვერ გაყიდა

ე.წ. „რიყის დოქების“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული მეოთხე აუქციონი, სადაც ობიექტი 33%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა, ჩაიშალა.

ეკონომიკის სამინისტრო ობიექტს ამჯერად 23.7 მლნ ლარით იაფად, 47.5 მლნ ლარად ყიდდა, თუმცა ელექტრონული აუქციონი არ შედგა. 

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ეს „რიყის დოქების“ გაყიდვის მესამე მცდელობაა. წინა აუქციონზე "რიყის დოქები" 71 250 000 ლარად იყიდებოდა.

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 2021 წლის თებერვალს გამოცხადდა. ობიექტის გაყიდვის რიგით მესამე მცდელობა კი წარუმატებლად 15 აპრილს დასრულდა.