LIVE

ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

06 მაი 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 683
ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია
Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია. ეს განცხადება ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ენტონი ბლინკენი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით დღეს ესტუმრა და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ რუსეთს მოუწოდა, “შეწყვიტოს მისი საშიში და აგრესიული ქმედებები” უკრაინის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეამცირა სამხედრო ძალების რაოდენობა, ის მაინც ინარჩუნებს “მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალებს” უკრაინის საზღვარზე.

უკრაინა ელის, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის საშიშროების გათვალისწინებით, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება NATO-ში გაწევრიანების საკითხი, რასაც აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეები მხარს უჭერენ.