
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების გადაწყვეტილება მიღებული ამ დრომდე არაა. ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
გასული წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადებაზე ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა დაწყებული ჰქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ამ დრომდე არაა და 2019 წელს, პარლამენტის თბილისში გადასვლის შემდეგ, შენობა უფუნქციოა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა 2020 წლის იანვარში შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.